ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პრეზიდენტი - ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც მეგობრების რჩევები, არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა

15.05.2024 ნახვები: 532

ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე არის ის წერტილი, რაც დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით 84 ადამიანის მიერ კენჭისყრის შედეგად - ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს არის მცდელობა, რომ საქართველო დაბრუნდეს წარსულში.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს სტუმრებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ლიეტუვას პრეზიდენტს, რომლის ინიციატივით განხორციელდა, ჩვენი ოთხი მეგობრის ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი ვიზიტი საქართველოში. საქართველოს ევროპული მომავლისთვის მათი დღეს აქ ჩამოსვლა და ჩვენი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი, რისთვისაც მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც ამდენი დღე გარეთ იდგა.

ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ რა მძიმე არის ის წერტილი, რაც გუშინ დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით 84 ადამიანის მიერ კენჭისყრით. მძიმე წერტილი იმ ხელისუფლების განცხადებისთვის, რომელსაც ჰქონდა განაცხადი, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით. ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა. ეს არის გზა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველო, რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, რომ ამ შუა გზიდან, ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებულიყო წარსულში. ეს არის მცდელობა, რომელსაც საქართველოს საზოგადოებამ უპასუხა პრაქტიკულად ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა