ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს

16.05.2024 ნახვები: 493

ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების კანონის“ მიღების გამო. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება, - ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი და სვენ მიქსერი ავრცელებენ.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები გამოხატავენ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც, მათი თქმით, იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს და დემონსტრაციებს მართავს საკუთარი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის.

„საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დეესკალაცია, თავი შეიკავოს ძალის შემდგომი გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს. აქციის მონაწილეების მიმართ ნებისმიერი ძალადობა ან დაშინება არის მშვიდობიანი პროტესტის უფლების დარღვევა და, შესაბამისად, მიუღებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი მოთხოვნა.

„მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ ევროკავშირ- საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნისთვის. მოვუწოდებთ კომისიას, დაუყოვნებლივ ზეპირი შეფასება მისცეს, თუ როგორ იმოქმედებს „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, როგორც უკვე შემოთავაზებულია 12 საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა