კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

კახა კალაძე - პროტესტი მართული იყო, ამ ყველაფრის უკან არიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები

ნახვები: 567 კახა კალაძე - პროტესტი მართული იყო, ამ ყველაფრის უკან არიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები

პროტესტი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში იყო, ცხადია, ესეც მართული იყო. ამ ყველაფრის უკან ვიცით, ვინ დგას. ეს არის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება - ასევე, რადიკალურ ქმედებებში ჩართულია კეზერაშვილის თანხები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს ხელისუფლების ცვლილება სურს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ მოსწონთ, შეუძლიათ არჩევნების გზით, ეს ყველაფერი შეცვალონ.

„პროტესტი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში იყო, ცხადია, ესეც მართული იყო. ამ ყველაფრის უკან ვიცით, ვინ დგას. ეს არის კონკრეტული ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. ასევე, რადიკალურ ქმედებებში ჩართულია კეზერაშვილის თანხები. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის წამგებიანი და არასდროს ამ ქვეყანაში რადიკალიზმი არ და ვერ გაიმარჯვებს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების ცვლილება, არ მოსწონს აღნიშნული კანონი, არჩევნების გზით ცივილურად, დემოკრატიულად შეუძლიათ, თუ ამის მხარდაჭერა აქვთ, შეცვალონ ხელისუფლება და ისეთი კანონი მიიღონ, რომელიც მისთვის არის მისაღები, მაგრამ აქაც ძალიან კარგად იციან, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა, თანადგომა საზოგადოების მხრიდან არ აქვთ. მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. იმიტომ, რომ ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას. დღეს მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და არ მოხდეს, ის ყველაფერი, რაც უკრაინაში მოხდა. ეს იქნება უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ ვიდგებით ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია „ახალის“ ლიდერები, ნიკა მელია და ნიკა გვარამია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ქვეყნის გარეთ ხვდებიან, რაზეც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ შესაძლოა შეხვედრის მიზანი ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი იყოს.

„არ ვიცი, რასთან დაკავშირებით იქნება საუბარი, უბრალოდ, მე მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. ნუ, ერთი ცხადია, რომ იმ ყველაფრის უკან, რასაც ვხედავთ ახლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ერთ-ერთი დამფინანსებელი კეზერაშვილია, ფინანსებთან

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა