ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

გიგა ბოკერია - ყველა, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, უპასუხისმგებლოდ იქცევა

ნახვები: 537 გიგა ბოკერია - ყველა, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, უპასუხისმგებლოდ იქცევა

ყველა, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, უპასუხისმგებლოდ იქცევა და ზოგადად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინაციას საფრთხის ქვეშ აყენებს , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.

 

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პარტიები შეჯერდნენ იმაზე, თუ რას გააკეთებენ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არავის ხელში არ აღმოჩნდება კონცენტრირებული ძალაუფლება და პირველივე 100 დღეში გატარდება ის რეფორმები, რომელიც ამას არ დაუშვებს.

„სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ჩვენ, „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას. რაც შეეხება მათ, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, თან ისე, რომ ეს შეთანხმებები მიღწეული არაა, ყველა ეს სუბიექტი ენმ-ის მეთაურობით იქცევა უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად და საფრთხის ქვეშ აყენებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ზოგადად პარტიების კოორდინაციას”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა