ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - დროზე შეწყვიტეთ ეს სიგიჟე და ღალატი!

ნახვები: 522 პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - დროზე შეწყვიტეთ ეს სიგიჟე და ღალატი!

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მიერ უკვე მიღებული სანქციების ფონზე, თქვენთვისვე სწორი იქნება არ დაიძლიოს ვეტო და დაიწყოთ ფიქრი იმაზე თუ სად მიგიყვანათ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკამ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის წევრებს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ „სიგიჟე და ღალატი".

„ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მიერ უკვე მიღებული სანქციების ფონზე, თქვენთვისვე სწორი იქნება არ დაიძლიოს ვეტო და დაიწყოთ ფიქრი იმაზე თუ სად მიგიყვანათ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკამ.

რას ეტყვით თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს, ჩვენმა პარტნიორმა აშშ-მ იმიტომ დაგავსანქცირა რომ სუვერენიტეტს ვიცავდითო? ხალხო, მართლა სადამდე მიხვედით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და თქვენს შვილებსაც კი ატყუებთ, რომ საქართველოს იცავთ ამერიკისგან და ევროპისგან.

უბრალოდ დაფიქრდით იმისთვის, რომ რაღაც სკამი და თანამდებობა შეინარჩუნოთ იმეორებთ სიგიჟეს, რომ ამერიკა და ევროპა საქართველოს მტერია და რუსეთი მოყვარე. ვინ გამოდიხართ ხალხო, რას აკეთებთ?! რას გავხართ, მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა. დროზე შეწყვიტეთ ეს სიგიჟე და ღალატი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა