გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ანა ნაცვლიშვილი - კობახიძეს ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერა

ნახვები: 561 ანა ნაცვლიშვილი - კობახიძეს ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერა

ადამიანს, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დახმარება და რომლის ტვინიც გაწვრთნეს ისე, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც მას მიეწოდება, გადაითარგმნოს და გადაიხარშოს კრემლის დეზინფორმაციის სტილში, რა თქმა უნდა, დაემართებოდა ის, რაც დაემართა - კობახიძეს ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერა, - ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისრის მხრიდან მუქარაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, კობახიძეს ასევე სჭირდება მხარდაჭერა, რომ კრემლის პროპაგანდისტული აზროვნების ალგორითმისგან გათავისუფლდეს.

“ძალიან ვწუხვარ, მაგრამ კობახიძეს ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერა. მას ასევე ესაჭიროება გათავისუფლება (ამას რამდენად მოახერხებს არ ვიცი) კრემლის პროპაგანდისტული აზროვნების ალგორითმისგან. მისი გონება ყველა ინფორმაციას თარგმნის, როგორც ეს ასწავლეს კრემლის დეზინფორმაციის მანქანაში. მას სჭირდება სამედიცინო მხარდაჭერა და ასევე, მხარდაჭერა, რომ კრემლის პროპაგანდისტული აზროვნების ალგორითმისგან გათავისუფლდეს, თუმცა რამდენად პერსპექტიულია ეს, არ ვიცი”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ენტონი ბლინკენის განცხადებას სტრატეგიულ პარტნიორობაზე და იმაზე, რომ “აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს”, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ “ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში დემოკრატიული პროცესების ურყევი მხარდაჭერის დადასტურება”.

“ის, რომ ადამიანებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს და მტრობენ საქართველოს და აშშ-ს შორის მრავალწლიან მეგობრობას, მოუწევთ პერსონალური სანქციების მიღება, ადასტურებს, რომ ამერიკა მოქმედებს ქართველი ხალხის, ახალგაზრდობის და ათი ათასობით მოქალაქის მხარდასაჭერად, რომელიც მთელი თვეა ქუჩაში დგას რუსული ხელისუფლების და რუსული გეგმის საწინააღმდეგოდ, რათა საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი დაიცვას. ეს არის მხარდაჭერის დადასტურება და ამავე დროს ქმედებაზე გადასვლა იმ პირების მიმართ, რომლებიც საკუთარი სამშობლოს გაყიდვის ხარჯზე აპირებდნენ, რომ აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში მოეწყოთ კომფორტული ცხოვრება. ასე არ იქნება. ის, ვინც ღალატობს ხალხის ნებას და კონსტიტუციას, მოუწევს პერსონალური პასუხისგება, მათ შორის არა მხოლოდ ამერიკული სანქციების, არამედ, როდესაც შევქმნით ევროპული სტანდარტის ქართულ მართლმსაჯულებას, ამ ადამიანებს მოუწევთ ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. რაც შეეხება სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, ეს არის ის უმძიმესი დანაშაული, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა ქართული სახელმწიფოს წინაშე. ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ მისი რუსული ნაბიჯები ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებდა საქართველოს მეგობრობას და პარტნიორობას. ამ ნაბიჯის გადადგმა არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი არჩევნების გზით გაისტუმრებს რუსულ ხელისუფლებას და აირჩევს დემოკრატიის და ევროატლანტიკური კურსის ერთგულ ხელისუფლებას, ეს საკითხი არათუ დღის წესრიგიდან მოიხსნება, არამედ აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა და ახალი ხელისუფლება ძალიან სწრაფად იმუშავებს, რომ საქართველომ მიიღოს ყველა დახმარება და მხარდაჭერა, ვიზალიბერალიზაცია, ვაჭრობის და თავდაცვის სფეროებში უპრეცედენტო შეთავაზება, რაც დაანონსებულია”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა