კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ლევან ხაბეიშვილი - დღეს დუმილი დანაშაულია!

ნახვები: 565 ლევან ხაბეიშვილი - დღეს დუმილი დანაშაულია!

დღეს დუმილი დანაშაულია! ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხას და თან ჩვენი შვილების მომავალსაც აყოლებს. ვინც ხმას არ იღებთ, აგრძელებთ ივანიშვილის მსახურებას და არა ხალხისას, უნდა გესმოდეთ რომ აბსოლუტურად იდენტურია თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ისტორიის წინაშე, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველა თანამდებობის პირს, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ მმართველი პარტია საქართველოსა და ხალხს აღარ ემსახურება.

„მას შემდეგ, რაც საქართველო იზოლაციაში ექცევა, ამერიკა სანქციებს აწესებს, ევროპა ღიად ამბობს, რომ საქართველო ასე ვერ მოხვდება ევროკავშირში, როცა ივანიშვილის ხელისუფლება ლეწვა-მტვრევითა და დაკავებებით ინარჩუნებს ხელისუფლებას,

ყველა თანამდებობის პირს, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ის აღარ ემსახურება საქართველოს და ხალხს. ახლა „თანამდებობაზე“ ყოფნა ნიშნავს, რომ ემსახურები პირადად ივანიშვილს და მისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის თანამონაწილე ხარ.

საქართველო განსაცდელშია და დღეს დუმილი დანაშაულია. ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხას და თან ჩვენი შვილების მომავალსაც აყოლებს. ვინც ხმას არ იღებთ და აგრძელებთ ივანიშვილის მსახურებას და არა ხალხისას, უნდა გესმოდეთ რომ აბსოლუტურად იდენტურია თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ისტორიის წინაშე.

იმედი მაქვს, ღირსეული მოქალაქეების, ადამიანების ვინც უბრალოდ უარს იტყვით ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე.

მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. ბოროტებაზე გამარჯვება ასე ახლოს არასდროს ყოფილა - ძალა ერთობაშია“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა