ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

თინა ბოკუჩავა - ნატო-ს საპარლამენტო ბიურო ამბობს, რომ ამ კანონის რეინიცირება სიტყვის გატეხაა ქართველი ხალხის და საერთაშორისო მეგობრების წინაშე

26.05.2024 ნახვები: 518

ნატო-ს საპარლამენტო ბიურო პრეზიდენტის ინიციატივით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ის ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ იყენებს.

„ნატო-ს საპარლამენტო ბიურო, პრეზიდენტის ინიციატივით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონი. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ის ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ და ამბობს, რომ ამ კანონის რეინიცირება არის სიტყვის გატეხა ქართველი ხალხის და საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინაშე“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტიის პრესსამსახურის თანახმად, 25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. სესიის განმავლობაში, ნატო-ს 32 წევრი ქვეყნის 281 პარლამენტის წევრი, 25 პარტნიორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, ისაუბრებენ ევროატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და ივლისის ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა