კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი - რუსული სტილის კანონის იძულებით მიღება არის გამიზნული, საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის

ნახვები: 566 კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი - რუსული სტილის კანონის იძულებით მიღება არის გამიზნული, საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის

"ჰელსინკის კომისიაც" პლატფორმა "X"-ზე თავმჯდომარე ჯო უილსონისა და კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებას აქვეყნებს.­

განცხადების თანახმად, "საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებით მიღება, მიუხედავად ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო ნებისა, არის გამიზნული საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის და [ქართველი] ხალხის ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის".

"სინამდვილეში, ეს მიუთითებს სისუსტეზე, რადგან თავისუფალი ხალხის ასეთი, სადამსჯელო [გზით] იძულება გამოიღებს შედეგებს. ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელიც დიდი ხანია საკუთარი იმპერიული მიზნებისთვის ცდილობს დაიპყროს თავისი მეზობლები - განსაკუთრებით კი, მასზე ძველი ცივილიზაციები, უკრაინასა და საქართველოში, ვისი ისტორია და კულტურაც წინ უსწრებს მოსკოვს", - წერენ კონგრესმენები უილსონი და კოენი და ხაზს უსვამენ, რომ გმობენ არა მხოლოდ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას, არამედ "რეპრესიების იმ უფრო ფართო კამპანიასაც, რაც საქართველოს მთავრობამ აამოქმედა".

"კონგრესში ველით "მეგობარი აქტის" დაწინაურებას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნების ამ შეურაცხყოფაზე ანგარიშვალდებულება უზრუნველვყოთ. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი მეგობრების, ქართველი ხალხის გვერდით, რათა დაიცვას ის სამუშაო, რაც ქართველთა თაობებმა, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, გასწიეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას იმ მექანიზმებით, რაც ამ კანონში [მეგობარი აქტში] და სხვაგანაც არის გაწერილი", - ვკითხულობთ "ჰელსინკის კომისიის" განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა