ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში სხვადასხვა ადგილას აღინიშნება

ნახვები: 530 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში სხვადასხვა ადგილას აღინიშნება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრალური ღონისძიება დედაენის ბაღში ჩატარდება, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, „რანინას“ კონცერტი გაიმართება.

„1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე, აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში. კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე - კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი; მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი, 9 აპრილის სახელობის ბაღი; ვაკე, 14:00-17:00 საათი, ციციშვილის სახელობის სკვერი; ისანი, 16:00-19:00 საათი, ვაზისუბნის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპ. N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი.

დედაენის ბაღი, საბავშვო გასართობი პროგრამა:

17:00-21:30 საათამდე -

საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა;

ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა;

ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე;

ბროშების დამზადების სადგური;

მეზღაპრის კუთხე;

თითების თეატრის წარმოდგენები;

VR სივრცე -გასართობი და შემეცნებითი თამაშებით;

საპნის ბუშტების შოუ;

ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ;

10-მდე საბავშვო-გასართობი სადგური;

საბავშვო ატრაქციონები;

მინი გოლფი;

სკეიტ შოუ;

ფოტოზონა-გიფერი;

დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა;

ზღაპრის გმირები;

18:00-19:00-თოჯინების სპექტაკლი „ჟოზე“;

20:00- „რანინას“ კონცერტი

დასწრება თავისუფალია“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა