ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პეტრე ცისკარიშვილი - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რათა ნახონ „ქართული ოცნების“ რეალური სახე

04.06.2024 ნახვები: 531

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს რადგან საკუთარი თვალით ნახონ „ქართული ოცნების“ რეალური სახე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მის შეფასებით, აუცილებელია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა იცოდნენ, თუ როგორი წინასაარჩევნო პერიოდი იქნება საქართველოში

"საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რადგან საკუთარი თვალით ნახონ "ქართული ოცნების" რეალური სახე, ის ვანდალიზმი, ის ფიზიკური ძალადობა, რომელიც ჩაიდინეს. გამთენიისას, დაახლოებით 80-მდე ადამიანი პარტიის ოფის თავს დაესხა და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო 4-5 თვე. ჩვენ ვართ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავარი სამიზნე. მათ მიზნად აქვთ, რომ ჩვენი პარტია განადგურდეს, რაც ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის და ამ ვანდალიზმის არ გვეშინია.

გამოძიება ყველაზე მსუბუქი მუხლით აქვთ დაწყებული. ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, მაგრამ, იმის, რომ სამართალი დადგება და დამნაშავე გამოაშკარავდება, იმედი არ მაქვს. სამართალდამცავი სტრუქტურები თავის საქმეს არ აკეთებენ, იყვნენ და ამოიღეს ნივთმტკიცებები, თუმცა ეს მოჩვენებითია, ვითომ რაღაცას იძიებენ. ზუსტად იციან ვინც ჩაიდინა. მათ აქვთ პოლიტიკურ დავალება, რომ ისინი მთავარი მფარველები იყვნენ ამ დამნაშავეების" , - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით შეხვდება და მათ თავდასხმისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

შეხვედრაზე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ესტონეთის, ბულგარეთის, ესპანეთის, ავსტრიის, უკრაინისა და ჩეხეთის, ელჩები და/ან მათი მოადგილეები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციიის წარმომადგენლები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა