Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ივანე ჩხიკვაძე - მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს, იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და ამოქმედდება

ნახვები: 491 ივანე ჩხიკვაძე - მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს, იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და ამოქმედდება
მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და მალე ამოქმედდება, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ფონ „ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ხმა გაიგონეს აქ, ვაშინგტონში, და ევროკავშირის დედაქალაქებში, ის ვერ გაიგო მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ”. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და დასავლეთს შორის კედელს აღმართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით. კანონი სრულიად გააქრობს კრიტიკულ ხმებს და ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას გაანადგურებს, რომელიც ჩენს ქვეყანაში ჩვენი მეგობრების გულუხვი დახმარებით აშენდა წლების განავლობაში, მათ შორის USAID-ის მეშვეობით. კანონი ეწინააღმდეგება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას, რომელიც დამოუკიდებელი მედიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციისადმი წვდომის გაძლიერებას ისახავს მიზნად…

ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა თავის მომავალს ევროპაში ხედავს, ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ერთად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენი ცხოვრების ნაწილია… ვიაზრებთ, რომ მარტონი არ ვართ ამ ბრძოლაში, ვინაიდან ვხედავთ და ვაფასებთ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები და მოკავშირეები ჩვენთან ერთად დგანან. ამ მხრივ, მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, MEGOBARI Act-ის, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და მალე ამოქმედდება”, - განაცხადა ჩხიკვაძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა