ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

პეტრე ცისკარიშვილი - ისტორიულ ვექტორს ცვლის ერთი კაცის ახირება, რომელსაც ხელისუფლებაში უსასრულოდ უნდა ყოფნა

ნახვები: 495 პეტრე ცისკარიშვილი - ისტორიულ ვექტორს ცვლის ერთი კაცის ახირება, რომელსაც ხელისუფლებაში უსასრულოდ უნდა ყოფნა

მთელი ძალისხმევა, ფინანსები, რესურსები, რაც აშშ-მა ბოლო 30 წლის განმავლობაში დახარჯა, ამ ისტორიულ ვექტორს ცვლის ერთი კაცის ახირება, რომელსაც ხელისუფლებაში უსასრულოდ უნდა ყოფნა და სწორედ, აქედან გამომდინარეობს ის ზომები, რომელსაც აშშ აუცილებლად ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიიღებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიულ ვექტორს ცვლის და ქვეყანა იმ მიმართულებით მიჰყავს, რომელსაც ქართველი ხალხი არ ეთანხმება.

„ძალიან საწყენია, დასანანია, რომ ქვეყანა, რომელიც ბოლო 30-32 წლის განმავლობაში გვერდში გედგა - რესურსებით, ძალისხმევით, ენერგიით, თანხებით, ყველაფრით, საქართველოს, სადაც გაუჭირდა ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იქვე იყო, შენ ზურგს აქცევ და მტრად აცხადებ. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სხვა კლუბში უკეთესი პირობებია, ავტოკრატიულ კლუბში, როგორიც არის ბელარუსი, ირანი, რუსეთი, იქ მმართველები ხელისუფლებას ათწლეულობით ინარჩუნებენ. შეერთებული შტატების გადმოსახედიდან, სწორედ ეს ჩანს, რომ მთელი ძალისხმევა, ენერგია, რაც საქართველოზე დაიხარჯა - ერთი ახირებული კაცი, რომელსაც ძალაუფლებაში უსასრულოდ უნდა ყოფნა, ამ ისტორიულ ვექტორს ცვლის და საქართველო იმ მიმართულებით მიჰყავს, რომელსაც არც ქართველი ხალხი არ ეთანხმება და ეს არა მხოლოდ მათი გამოსახედიდან არის დასანანი, არამედ ქვეყნის შიგნითაც არის დიდი წინააღმდეგობა, ეს ბოლო ორი თვის აქციებმა დაადასტურა. აქედან გამომდინარეობს ის ზომები, რომელსაც შეერთებული შტატები აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიიღებს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა