რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

უკრაინელებმა რუსების ყველა რაკეტა და 48 დრონი გაანადგურეს

ნახვები: 460 უკრაინელებმა რუსების ყველა რაკეტა და 48 დრონი გაანადგურეს

რუსი ოკუპანტები წუხელ უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს 5 ფრთოსანი რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 53 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა რაკეტა და 48 დრონი განადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საზენიტო ბრძოლის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, კიევისა და ხმელნიცკის ოლქებში 48 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555 ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა განადგურდა“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ცნობით, რუსებმა რაკეტები სტრატეგიული ავიაციიდან - Tu-95MS ბომბდამშენებიდან რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის საჰაერო სივრციდან გაუშვეს, ხოლო დრონები - რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან, იესკიდან და კურსკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა