ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

საია - ნიკო მანაგაძეს, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად დააანონსა აქცია, ფიზიკურად გაუსწორდნენ

08.06.2024 ნახვები: 492

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს: ჯეროვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, სწორი კვალიფიკაციითა და მიმდინარე ეფექტიანი გამოძიებით დროულად გამოკვეთონ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები, - ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს, რითაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტის, ნიკო მანაგაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება.

როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ინიცირებიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურობად იქცა კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების და სტუდენტების განსხვავებული აზრის გამო დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

„მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ წევრ ნიკო მანაგაძეს, რომელმაც 8 ივნისს, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად დააანონსა საპროტესტო აქცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფურად დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

რუსული კანონის ინიცირებიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურობად იქცა კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების და სტუდენტების განსხვავებული აზრის გამო დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

აქტივისტების წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. იმის გათვალისწინებით, რომ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმა მოხდა საჯარო სივრცეში, ფაქტს შეესწრო არაერთი მოწმე, ადგილზე კი განთავსებულია ვიდეო კამერები, ვიმედოვნებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჯერად მაინც მოახდენს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებას.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს: ჯეროვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, სწორი კვალიფიკაციითა და მიმდინარე ეფექტიანი გამოძიებით დროულად გამოკვეთონ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები.

მიიღონ 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაანონსებულ აქციაზე ძალადობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დარღვევის პრევენციისთვის ადეკვატური ზომები.

მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას: დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა