ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მხარს უჭერენ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას

ნახვები: 531 ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მხარს უჭერენ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას

აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ ევროკავშირში და „დიდი შვიდეულის“ ძალისხმევას, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ გმობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და რუსეთის მიერ სუვერენული უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობას, რაც აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის გაერო-ს წესდებას.

„რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და შეიარაღების კონტროლის რეჟიმების უგულებელყოფა მიუღებელია. ამ კონტექსტში, საფრანგეთი და შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, მათ შორის უკრაინისთვის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევის გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლის ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სასწორზე მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოება დევს.

„პრეზიდენტები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ ევროკავშირში და „დიდი შვიდეულის“ ძალისხმევას, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითვალისწინებს. პრეზიდენტებმა ასევე გამოხატეს ძლიერი შეშფოთება იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ირანიდან და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და სხვა ქვეყნებიდან ორმაგი დანიშნულების მასალებისა და კომპონენტების მიწოდების გამო. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ ქმედებებს, რომელიც მიმარულია იმისკენ, რომ შეუმცირდეს აშშ-სა და საფრანგეთის ფინანსურ სისტემებზე წვდომა მათ, ვინც ამ მიწოდებებში მონაწილეობს“, - აცხადებენ თეთრ სახლში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა