ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ნახვები: 537 ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და საკანონმდებლო ორგანოს ახალი არჩევნები თვის ბოლოს გამოაცხადა.

მედიის ცნობით, მაკრონმა ამის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ დაამარცხა.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შედეგები კატასტროფა იყო მისი მთავრობისთვის და განაცხადა, რომ ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

”ეს არის სერიოზული, მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს არის ნდობის აქტი”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ენდობა "ფრანგების შესაძლებლობებს, გააკეთონ საუკეთესო არჩევანი მათთვის და მომავალი თაობებისთვის".

მისივე თქმით, საფრანგეთს სჭირდება „მკაფიო უმრავლესობა, რათა შეძლოს სიმშვიდითა და ჰარმონიით მუშაობა“ და განაცხადა, რომ „მოისმინა“ ფრანგების გზავნილი და წუხილი.

”მე მათ უპასუხოდ არ დავტოვებ”, - აღნიშნა მაკრონმა.

მედიის ცნობით, საფრანგეთში ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანება" (RN) ხმების 31,5%-ით ლიდერობს, რაც ორჯერ მეტია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის "რენესანსის" პარტიასთან შედარებით. "რენესანსი", რომელსაც ვალერი ჰეიერი ხელმძღვანელობს, მეორე ადგილზე გავიდა ხმების 15,2%-ით. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქტივობა რეკორდულად მაღალი იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა