თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

შალვა პაპუაშვილი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომ ახალგაზრდობა ევროპაში სულ უფრო მეტად უჭერს მხარს კონსერვატორულ, ტრადიციულ მიდგომებს

ნახვები: 477 შალვა პაპუაშვილი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომ ახალგაზრდობა ევროპაში სულ უფრო მეტად უჭერს მხარს კონსერვატორულ, ტრადიციულ მიდგომებს

ევროპარლამენტის ფუნქციიდან გამომდინარე, ნაკლებად მნიშვნელოვანია თავად ევროპარლამენტში როგორი ძალთა გადანაწილებაა, ვინაიდან ევროკავშირის სხვა სტრუქტურებთან შედარებით ევროპარლამენტს ნაკლები პოლიტიკური წონა აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტენდენცია უფრო კონსერვატორული პარტიების მიმართ არის გადახრილი.

პაპუაშვილის თქმით, ამ არჩევნების მთავარი გზავნილი არის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან უნდა შეთანხმდნენ საერთო ევროპულ ინტერესებზე და არა პირიქით - მოახდინონ საერთო ინტერესების პროვოცირება ქვეყნის ინტერესებზე.

„ევროპარლამენტის ფუნქციიდან გამომდინარე, ნაკლებად მნიშვნელოვანია თავად ევროპარლამენტში როგორი ძალთა გადანაწილებაა, ვინაიდან ევროკავშირის სხვა სტრუქტურებთან შედარებით ევროპარლამენტს ნაკლები პოლიტიკური წონა აქვს. თუმცა აქაც ვატყობთ, რომ ტენდენცია უფრო კონსერვატორული პარტიების მიმართ არის გადახრილი. უფრო მნიშვნელოვანია თავად წევრ ქვეყნებში რა შედეგები იყო ამ მხრივ. ვნახეთ, რომ ამ არჩევნების გამო საფრანგეთში რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი გადადგა და გერმანიაში მმართველმა კოალიციამ მესამე, მეოთხე, მეხუთე ადგილები დაიკავა. გარკვეულწილად ეს ამ ქვეყნებში მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების პოლიტიკის შეფასებას აჩვენებს - იქნება ეს საფრანგეთი თუ გერმანია.

ასევე, არის გარკვეული რეაქცია იმ პოლიტიკაზე, რომელიც მთავრობებს განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჰქონდათ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა ყური დაუგდონ საკუთარი მოსახლეობის განწყობას და მათ შეფასებებს. ფაქტია, რომ ერთ-ერთი ტენდენცია კონსერვატორული მიდგომებისაა. მოსახლეობის მხრიდან ტრადიციული ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა. ამ ნეოლიბერალური მიდგომების მიმართ გარკვეული გადაღლაა, რომელსაც ხშირად ახვევენ თავს საკუთარ მოსახლეობას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომ ახალგაზრდობა ევროპაში სულ უფრო მეტად უჭერს მხარს კონსერვატორულ, ტრადიციულ მიდგომებს. მათ შორის [ევროკავშირის] წევრ ქვეყნებშიც, რაც არჩევნებმაც აჩვენა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობა უფიქრდება, რაში მდგომარეობს ქვეყნის და ხალხის ინტერესები და აქედან გამომდინარე უყურებენ შემდეგ საერთო ინტერესებს.

ვფიქრობ, ამ არჩევნების მთავარი გზავნილი არის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან უნდა შეთანხმდნენ საერთო ევროპულ ინტერესებზე და არა პირიქით - საერთო ინტერესების პროვოცირება ქვეყნის ინტერესებზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა