ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

უკრაინა Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირისგან ივნისში 1.9 მილიარდ ევროს მიიღებს

ნახვები: 523 უკრაინა Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირისგან ივნისში 1.9 მილიარდ ევროს მიიღებს

ევროკავშირი უკრაინას Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში 1.9 მილიარდი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დე ლეიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თანხა მიმდინარე თვის ბოლოს გამოიყოფა.

„დღეს ასევე შემიძლია განვაცხადო, რომ თვის ბოლომდე ჩვენ უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევროს გამოვუყოფთ უკრაინის დაფინანსების მექანიზმიდან. ეს დაკავშირებულია ყოვლისმომცველ რეფორმისა და საინვესტიციო სტრატეგიასთან, რომელიც უკრაინამ დაამტკიცა და რომელსაც „უკრაინის გეგმა“ ჰქვია“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, „უკრაინის გეგმა“ მოიცავს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას და ანტიკორუფციულ რეფორმას. ამავე დროს, ფონ დერ ლაიენის განმარტებით, „უკრაინის გეგმა“ არის იმის საფუძველი, რომ უკრაინა მიმზიდველი გახადოს ბიზნესისა და ინვესტორებისთვის და ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად ივლისში ხელმისაწვდომი გახდება კიდევ 1.5 მილიარდი ევრო - შემოსავალი გაყინული რუსული აქტივებიდან.

„ჩვენ ვაგროვებთ ფინანსურ ძალას, რათა დავეხმაროთ უკრაინას წინააღმდეგობის გაწევასა და აღდგენაში. რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, 1.5 მილიარდი ევროს ოდენობით, ივლისში ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა