ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნათია თურნავა სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ნახვები: 505 ნათია თურნავა სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პიტერ კაჟიმირს უმასპინძლა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სებ-ის მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელს და აქტივების მაღალ ხარისხს.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სლოვაკური მხარე მზად არის სებ-ს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ევროკავშირის მოთხოვნებთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაეხმაროს.

მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობასა და საბოლოოდ, ურთიერთთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე.

"პირველ რიგში, ეს არის მაკროპრუდენციული ზომები, რაც სულ უფრო ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ცენტრალური ბანკის მიერ ინფლაციასთან ბრძოლის პროცესში და სლოვაკეთის ცენტრალურ ბანკს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, პიტერ კაჟიმირმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის მსგავსებას გაუსვა ხაზი და როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, საქართველოს ეროვნულ ბანკს მხარდაჭერა აღუთქვა მაკროპრუდენციული პოლიტიკის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ფინანსური სტაბილურობისა და სხვა საკითხებში.

"ნათია თურნავასთან ვისაუბრეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რაც განსაკუთრებით ტექნიკურ დახმარებას შეეხება. მაკროპრუდენციული პოლიტიკის საკითხები, ფინანსური სტაბილურობა, ხელოვნური ინტელექტის თემები, კიბერუსაფრთხოება - ეს საკმაოდ შრომატევადი საკითხებია და მათზე ჩვენი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მზად ვართ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მომავალი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა პიტერ კაჟიმირმა.

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პიტერ კაჟიმირი, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრის რანგში იმყოფება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა