ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

სუს-ის ხელმძღვანელი - პრემიერის განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები

ნახვები: 525 სუს-ის ხელმძღვანელი - პრემიერის განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები

სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, [პრემიერის] განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს , - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცისთან დაკავშირებით, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების პრეცედენტი ქართულ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს.

„პრემიერმა ბრძანა: მან გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომებიო. ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა? ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების პრეცედენტი “, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები.

„უწყება თავად წყვეტს არის თუ არა სისხლის სამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაითვალა, რომ საკმარისი არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ანუ გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები. იმ ქვეყანაში, სადაც მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მუშაობს, ეს არ იყო საკმარისი“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა. მოგვიანებით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ვარჰეი წუხილი გამოთქვა, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა, სატელეფონო საუბრის დეტალები, სადაც მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ, უცხო ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს მოუყვეს და მათ მტკიცებულებები გადასცეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა