ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა

13.06.2024 ნახვები: 416

აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ შემოიღო ახალი სანქციები, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასკვნის, რომ “რუსეთი სამხედრო ეკონომიკად იქცა, რომელშიც რუსეთის მრეწველობის მთელი სპექტრიდან კომპანიებს საკუთარი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო ძალისხმევებში”.

რუსეთის თავდაცვის სფეროდან სანქციები შეეხო კომპანიებს, რომლებიც სამხედრო ტექნიკას ამზადებენ - დრონებიდან გემებამდე - და მათ ნაწილებს, ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებს, საბრძოლო მასალას, ელექტრონიკას, ასევე სამხედრო ტექნიკის შემკეთებელ კომპანიებს.

სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კომპანიები “მუშაობენ ან მუშაობდნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვით ან მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სექტორებში, მრეწველობაში, ტექნოლოგიებში, ტრანსპორტსა და ფინანსურ სერვისებში”.

ახალ სასანქციო სიაში ასევე ჩამოთვლილია 90-ზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.

სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ეყრდნობა “მიწოდებების რთულ ტრანსნაციონალურ ჯაჭვებს”, რათა “კვებოს საკუთარი სამხედრო მანქანა და სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერისთვის მატერიალური საშუალებები აწარმოოს”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა