ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერს - მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს მოძალადეების გამოვლენა და დასჯა

13.06.2024 ნახვები: 469

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და მოუწოდებს, აღასრულოს თავისი მოვალეობა და ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს, აღკვეთოს ძალადობა.

ორგანიზაცია მოითხოვს, დაუყოვნებლად მოხდეს ყველა მოძალადის გამოვლენა და სამართლიანი დასჯა, ასევე, გამოვლინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ ამ ქმედებების ორგანიზატორები, რომელ ჯგუფს და უწყებასაც არ უნდა წარმოადგენდნენ.

„ბატონო ირაკლი, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს, როდესაც აქტიურ მოქალაქეებს ჯგუფურად ღიად ესხმიან თავს და უსწორდებიან მოძალადეები. თავდასხმები ხდება მოურიდებლად როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე მათ საცხოვრებლებთან. მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოველდღიურია და აშკარად სისტემურ ხასიათს ატარებს. ძალადობის ტენდენციას ხელს უწყობს პოლიტიკოსების სრულიად მიუღებელი განცხადებები, სადაც დანაშაულის გამართლება ხდება ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად წახალისებულიცაა.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ძალადობის ფაქტი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, მიუღებელია, ხოლო მისი გამართლება ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი ქმედებაა, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან.

გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ხელისუფლების, და პირადად თქვენი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, მოვალეობაა ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ძალადობის აღკვეთა. უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი სიკეთეა, რომლის დასამყარებლადაც თქვენ გადმოცემული გაქვთ ყველა სახელისუფლებო ბერკეტი.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს ყველა მოძალადის გამოვლენა და სამართლიანი დასჯა. ასევე, გამოვლინდნენ და პასუხისგებაში იქნენ მიცემული ამ ქმედებების ორგანიზატორები, რომელ ჯგუფს და უწყებასაც არ უნდა წარმოადგენდნენ.

იმედს ვიქონიებთ, რომ აღასრულებთ თქვენს სამსახურებრივ მოვალეობას, დროულად და დამაჯერებლად დაამყარებთ საზოგადოებრივ წესრიგსა და მშვიდობას განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს შემთხვევებში არსებობს ამ მოვლენების ამსახველი კადრები.

საქართველო და მისი მოქალაქეები ვიმსახურებთ მშვიდობიან და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას,“ - აღნიშნულია წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა