ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

თემურ ჯანაშია - კობახიძის განცხადება, თითქოს ვარჰეი დაემუქრა ლიკვიდაციით, იყო ბოდვა

13.06.2024 ნახვები: 454

კობახიძის განცხადება იყო თავიდანვე ბოდვა, რაც დაადასტურა მისივე გუნდის წევრმა, ლილუაშვილმა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, [პრემიერის, ირაკლი კობახიძის] განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს“.

ჯანაშიას თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება იყო უპასუხისმგებლო და ასეთი განცხადება ვერ იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.

„კობახიძის განცხადება, თითქოს და ვარჰეი დაემუქრა ლიკვიდაციით, ეს, რა თქმა უნდა, იყო თავიდანვე ბოდვა, რაც იყო ძალიან არასერიოზული განცხადება და იგივე დაადასტურა სუს-ის ხელმძღვანელმა, მისივე გუნდის წევრმა. შესაბამისად, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებაზე ვერ იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმაც“ ახსენა. მოგვიანებით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ვარჰეი წუხილი გამოთქვა, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა, სატელეფონო საუბრის დეტალები, სადაც მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ, უცხო ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს მოუყვეს და მათ მტკიცებულებები გადასცეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა