ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პაატა მანჯგალაძე - გრიგოლ ლილუაშვილმა პირდაპირ ამხილა და ნორჩი ყმაწვილივით ანუგეშა პრემიერ-მინისტრი

13.06.2024 ნახვები: 473

გრიგოლ ლილუაშვილმა ნორჩი ყმაწვილივით ანუგეშა პრემიერ-მინისტრი, რომ ეს არ იყო მუქარაო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, [პრემიერის, ირაკლი კობახიძის] განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს“.

როგორც მანჯგალაძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე მიზანმიმართულად ახდენდა დასავლეთის დისკრედიტაციას, კონკრეტულად კი ევროკომისარ, ოლივერ ვარეჰრის.

„ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არისო, მეგობრის რჩევა იყო და დანაშაულის ნიშნებიც არ არისო. არადა „ქართული ოცნება“ და კობახიძე რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ხერხებით ახდენდა დასავლეთის მიზანმიმართულად დისკრედიტაციას, კონკრეტულად ევროკომისარ ვარჰეის, თითქოს ის ტერაქტით ემუქრებოდა კობახიძეს. პირდაპირ ამხილა პრემიერი და ანუგეშა, ნუ გეშინია ირაკლი, ევროპა არ არის მტერიო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმაც“ ახსენა. მოგვიანებით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ვარჰეი წუხილი გამოთქვა, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა, სატელეფონო საუბრის დეტალები, სადაც მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ, უცხო ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს მოუყვეს და მათ მტკიცებულებები გადასცეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა