ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იაგო ხვიჩია - როდესაც მეუბნებიან, ოპოზიციონერები რევოლუციას აწყობდნენ, ეს ვერ წარმომიდგენია

ნახვები: 445 იაგო ხვიჩია - როდესაც მეუბნებიან, ოპოზიციონერები რევოლუციას აწყობდნენ, ეს ვერ წარმომიდგენია

ზოგადად, არ წარმოდგენილა მტკიცებულებები იმ საფრთხეების რეალურობასთან დაკავშირებით, რომელიც ვითომ აღმოფხვრეს, - ასე შეაფასა „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ, სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წარდგენილი ანგარიში.

ხვიჩიას თქმით, თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რევოლუციას აწყობდნენ, რაზეც ლილუაშვილმა ისაუბრა, არ შეიძლება, რომ ამისთვის დამაჯერებელი მტკიცებულება არ იქნას წარმოდგენილი.

„ბატონმა სუს-ის ხელმძღვანელმა ჩვენ შემოგვთავაზა ვერსია, რომ სუს-მა აგვარიდა ტერორისტულ აქტებს, არეულობას და რევოლუციურ მცდელობებს და სუს-მა დაგვიცვა უცხო ქვეყნის ძალებისგან, რომელიც ცუდ რამეს გვიპირებდნენ. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, არ დასახელებულა კონკრეტული მონაცემი, რითაც ჩვენ ამ ფაქტის გადამოწმება შეგვეძლებოდა. მაგალითისთვის, ხომ შეიძლება, რომ ტერორისტული აქტი იმიტომ კი არ მოხდა, რომ სუს-მა აღმოფხვრა, არამედ იმიტომ, რომ ტერორისტებს ადამიანური სიცოცხლის ჩვენზე დახარჯვა არ უღირდათ. ან როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი ძვირფასი კოლეგა ოპოზიციონერები რევოლუციას აწყობდნენ, ვერ წარმომიდგენია, რომ ისინი ამას აკეთებდნენ. და თუ მართლა აწყობდნენ, როგორ შეიძლება ამისთვის დამაჯერებელი მტკიცებულება არ იქნას წარმოდგენილი? აქედან გამომდინარე, მთელი ეს ბოლო პერიოდის პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება” ატარებს - იქნება ეს ლგბტ საზოგადოებასთან ბრძოლა, „გლობალური ომის პარტიასთან” ბრძოლა, კონტრრევოლუციური თუ კონტრტერორისტული ზომების გატარება, მე რაღაცნაირად მაგონებს იმას, რომ თავისუფლების მოედანზე თითქოს ნიანგებს ვაფრთხობდეთ და მერე გვეგონოს, რომ ეს იმის გამო არ ხდება, რომ ჩვენ დავაფრთხეთო.

ზოგადად, არ წარმოდგენილა მტკიცებულებები იმ საფრთხეების რეალურობასთან დაკავშირებით, რომელიც ვითომ აღმოფხვრეს”, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა