ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ოკუპანტებმა ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს

ნახვები: 525 ოკუპანტებმა ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი არჩილ ხოფერია ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს. მისი თქმით, მამუკა მამულაშვილი ცოცხალია და განაგრძობს ბრძოლას ქვეყნის მომავლისთვის.

"ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ. მაგრამ, იგი ცოცხალია, იგი განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონი განაგრძობს ბრძოლას და მინდა ვუთხრა მტრებს, ჩვენ მტრებს, ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს მტრებს, რომ არავის სიკვდილი, მათ შორის, არც მეთაურის არ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას, ლეგიონის ბრძოლას, ჩვენი ხალხის ბრძოლას ერთიანი, თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი ერის მარადიულ ბრძოლას ვერავის სიკვდილი ვერ შეაჩერებს", - ამბობს არჩილ ხოფერია.

თავად მამუკა მამულაშვილმა ფორმულასთან განაცხადა, რომ ამ დროისთვის კულმინაცია გადალახულია.

"ეს იწვევს საკმაოდ რთულ დაზიანებებს ნერვულ სისტემაში და შინაგან ორგანოებში. კულმინაცია გადალახული იყო უკვე ტოქსიკოლოგიური ანალიზი რომ ჩამოვიდა. უბრალოდ ახლა მიმდინარეობს ასეთი ტოქსიკოლოგიური მკურნალობა ამ მძიმე მეტალების გამოყვანისას. 

ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა, როგორც იცით, არაერთხელ ყოფილა ასეთი მოწამვლა ადამიანების რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და სხვას ვერავის დავაბრალებ, ჩვენი მტერი არის რუსეთი", - განუცხადა ფორმულას მამულაშვილმა.  

ფორმულა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა