ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ალეკო ელისაშვილი - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სახელი კი აქვს რიხიანი, თუმცა სინამდვილეში არის სამარცხვინო ორგანიზაცია

13.06.2024 ნახვები: 446

ეს დაწესებულება [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას - დაზარალებულად არ მცნობს, მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ელისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ბრალი არავისთვის წარუდგენია.

“ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ჩემზე, როგორც პარლამენტის მოქმედ დეპუტატზე, რომელსაც, წესით, იმუნიტეტი მიცავს, დღისით, მზისით ძალადობა მოაწყვეს ორგანიზებულად და ჯგუფურად პოლიციელებმა. მთელი ეს ძალადობა,

წაქცეულზე რომ მირტყამდნენ გაშმაგებით, ჩანდა კადრებში.

ეს დაწესებულება [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას.

გამოძიების არსი და შედეგი რა გვაქვს, რომ არავისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, არც ერთი პოლიციელისთვის. არადა სახეზე ჩანან პოლიციელები, ვინც მირტყამდნენ. დაკითხულებიც კი არ არიან, დაკავებული რომ არავინ არ არის, ფაქტია. უფრო მეტიც, ორი თვეა დაზარალებულად არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს, სახეზეც მეტყობოდა ნაცემი რომ ვიყავი. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება და სამარცხვინო საგამოძიებო სტრუქტურები ჰყავს ქვეყანას.

დღევანდელი “ქართული ოცნება”, რომელიც კრიმინალურ ბანდად არის გადაქცეული, ეყრდნობა ორ რესურსს. ესენია, ეს ქეციანი "ზონდერები", რომლებიც ადამიანებს ქუჩაში ხვდებიან და თავს ესხმიან, ასისხლიანებენ, უკვე ნიღაბსაც არ იკეთებენ და მეორე, მოძალადე პოლიციელები, რომლებსაც ხელი რომ ახლონ, ჩამოეშლებათ მთელი ეს ძალადობრივ-ბანდიტური სახელისუფლებო ვერტიკალი. ამიტომ არ იძიებენ”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა