ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან განაცხადა, რომ თურმე, ჩემს დროს არჩევნებზე „კარუსელები“ ტრიალებდა - ქალბატონმა სალომემ დაინახა თუ არა მასობრივი დარღვევები, რომელიც მთელმა საქართველომ 2018 წელს დაინახა, როცა ის აირჩიეს?

ნახვები: 485 მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან განაცხადა, რომ თურმე, ჩემს დროს არჩევნებზე „კარუსელები“ ტრიალებდა - ქალბატონმა სალომემ დაინახა თუ არა მასობრივი დარღვევები, რომელიც მთელმა საქართველომ 2018 წელს დაინახა, როცა ის აირჩიეს?

[სალომე ზურაბიშვილმა] ახალგაზრდებთან განაცხადა, რომ თურმე, ჩემს დროს არჩევნებზე „კარუსელები“ ტრიალებდა და ის თვითონ იყო ამის მომსწრე. ქალბატონმა სალომემ დაინახა თუ არა მასობრივი დარღვევები, რომელიც მთელმა საქართველომ 2018 წლის არჩევნებზე დაინახა, როდესაც ის აირჩიეს? - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი წერს, ის აღნიშნულის თაობაზე ნიშნის მოგებით არ საუბრობს, თუმცა, „არაფრის გატარებას არ აპირებს“.

„იმისათვის, რომ გაერთიანების წერტილები ვნახოთ, უნდა შევძლოთ, მათ შორის, წარსულზე სიმართლის თქმა. ამ ორი დღის წინ, პრეზიდენტმა საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა ჩაატარა. ქალბატონმა პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან განაცხადა, რომ თურმე, ჩემს დროს არჩევნებზე კარუსელები ტრიალებდა და ის თვითონ იყო ამის მომსწრე. რადგან ის ასე თვლის, ეს მისი საქმეა, მაგრამ მინდა ვიკითხო და მიკვირს, რომ სხვებმა ჩემამდე არ იკითხეს. ქალბატონმა სალომემ დაინახა თუ არა მასობრივი დარღვევები, რომლებიც მთელმა საქართველომ დაინახა 2018 წლის არჩევნებზე, როდესაც ის აირჩიეს? 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მთლიანად გაყალბდა, არჩევნების შემდეგ რამდენიმე საათში, მან ოფიციალურად „მთლიანად პატიოსნად და თავისუფლად“ გამოაცხადა. იგივე რეაქცია ჰქონდა მას 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც, რომელზეც მასობრივი დარღვევები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დააფიქსირა.

მე ამას ნიშნის მოგებით არ ვწერ, მაგრამ არ ვაპირებ არაფრის გატარებას და ყველას მოვუწოდებ იმავესკენ. ჩვენი ერთიანობა უნდა დაეფუძნოს სიმართლეს, ურთიერთპატიებასა და მომავლის საერთო ხედვას. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია საზოგადოების კონსოლიდაციისთვის პოზიტიური როლის თამაში, მაგრამ ეს კონსოლიდაცია ბევრ სხვა ფაქტორს უნდა დაეყრდნოს და მთავარი, ერთხელ უკვე ვთქვი და ვიმეორებ: პროცესების წარმმართველი და მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები უნდა იყოს ახალგაზრდა თაობის კონსოლიდირებული ძალა და ჩვენი ამოცანაა მათ წავყვეთ, დავემორჩილოთ და ასევე, მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ და ეს ყველაფერი, სიმართლითა და სამშობლოს სიყვარულით, გამარჯვების ტალღაში გადავზარდოთ.

დაბოლოს, მინდა დავუბრუნდე არჩევნების თემას - მთავარი, ჩვენი მემკვიდრეობა არის ის, რომ ჩვენ, პირველად კავკასიის ისტორიაში, მშვიდობიანი გზით გადავაბარეთ ხელისუფლება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის არ აღმოჩნდეს ბოლო გადაბარება და წელს ქართველმა ხალხმა უკან დაიბრუნოს ქვეყნის მართვის სადავეები“, - აცხადებს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა