ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ვოლოდიმირ ზელენსკი - სი ძინპინმა სიტყვა მომცა, რომ რუსეთს იარაღს არ მიყიდის

14.06.2024 ნახვები: 427

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მას დაჰპირდა, რომ რუსეთს იარაღს არ მიაწვდის.

"ვესაუბრე ჩინეთის ხელმძღვანელს, მან თქვა, რომ ის არ მიყიდის რუსეთს იარაღს, ვნახოთ. თუ პატიოსანი ადამიანია, არ გააკეთებს ამას, იმიტომ, რომ სიტყვა მომცა“, - განაცხადა ზელენსკიმ იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ზელენსკიმ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის გაფორმებულ უსაფრთხოების შეთანხმებას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

„შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის მომავალ გაწევრიანებას ნატო-ში და აღიარებს, რომ ჩვენი უსაფრთხოების შეთანხმება არის ხიდი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 22 მაისს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. გერმანიისა და შეერთებული შტატების ხელისუფლებებმა ასევე გააფრთხილეს ჩინეთი რუსეთის ფედერაციასთან სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა