ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ოლაფ შოლცი უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე - ეს არის მკაფიო სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვის

ნახვები: 436 ოლაფ შოლცი უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე - ეს არის მკაფიო სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვის

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის, სესხის სახით, 50 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო სიგნალი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის.

”ეს არის მკაფიო სიგნალი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, რომ მას არ შეუძლია უბრალოდ გულხელდაკრეფილი იჯდეს და იმედოვნებდეს, რომ შეძლებს ამ ომის მოგებას ფინანსური პრობლემების გამო მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებიც დღეს უკრაინას უჭერენ მხარს,” - განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებამ ასევე უნდა მისცეს უკრაინელებს გამბედაობა, გააგრძელონ თავიანთი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა.

„ამ თანხების გამოყოფა ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს შეიძინოს საჭირო იარაღი და დააფინანსოს რეკონსტრუქცია“, - აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბოლომდე, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი აშშ დოლარი გადაეცემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა