ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თინა ბოკუჩავა - შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს მთავრობის მეთაური

ნახვები: 526 თინა ბოკუჩავა - შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს მთავრობის მეთაური

შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს მთავრობის მეთაური, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მოხარულია , რომ მოხარული საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეძლებს წარმოადგინოს საქართველო და დაიცვას ქვეყნის ინტერესი.

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური არ იქნება წარმოდგენილი ამ ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო სამიტზე, რომელიც ტარდება შვეიცარიაში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან მსოფლიო ლიდერები 80-მდე ქვეყნიდან, მათ შორის უმაღლეს დონეზე აშშ-ის მხრიდან, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან და მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეძლებს წარმოადგინოს საქართველო და დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა