ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობის გლობალური სამიტი ისტორიას შექმნის

ნახვები: 529 ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობის გლობალური სამიტი ისტორიას შექმნის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობის გლობალური ორდღიანი სამიტი, რომელიც შვეიცარიაში მიმდინარეობს, ისტორიას შექმნის.

ამის შესახებ მან სამიტის გახსნის დროს განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ერთადერთი ვისაც უკრაინაში მიმდინარე არაპროვოცირებული აგრესიული ომი სურდა, რუსეთის პრეზიდენტია.

„უკრაინას ეს ომი არ სურდა. რუსეთის მხრიდან კრიმინალური და აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესიაა. ერთადერთი ვისაც ეს სურდა – პუტინია. ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო უფრო ძლიერია. სწორედ ამიტომ წარმოიშვა მშვიდობის ფორმულა, მსოფლიოს უმრავლესობის ერთიანობის ფორმულა მშვიდობისთვის, გაერო-ს ქარტიისა და პრინციპების სრული ეფექტურობისთვის, საერთაშორისო სამართლისა და, ამგვარად, გლობალური უსაფრთხოებისთვის. თითოეული ქვეყნის შეხედულებები, იდეები და ლიდერობა თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ყველაფერი რაც დღეს სამიტზე იქნება შეთანხმებული, სამშვიდობო პროცესის ნაწილი გახდება, რომელიც ყველას ძალიან გვჭირდება. მჯერა, გავხდებით მოწმე იმისა, თუ როგორ იქმნება ისტორია, აქ, ამ სამიტზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შვეიცარიაში მიმდინარე 2-დღიან სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და წარმომადგენელი იმყოფება. ასევე წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების დელეგაციები.

სამიტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა