ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევრო 2024 | ხვიჩა კვარაცხელია - გვინდა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი კვალი დავტოვოთ

ნახვები: 476 ევრო 2024 | ხვიჩა კვარაცხელია - გვინდა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი კვალი დავტოვოთ

უეფა-ს ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერმა რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

„საქართველოში საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის ახლა ინდივიდუალური წარმატება არც ისე მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრებში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავია. ჩვენ გავხდით ერთი დიდი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეუძლია. გურამ კაშია ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძი ადამიანია, ის ჩვენზე უფროსი და გამოცდილია, მაგრამ ყოველდღიურად იმდენს ვარჯიშობს, რამდენიც საჭიროა. ის ნამდვილი კაპიტანია, მოედანზე და მის მიღმა ყველაფერს აკეთებს, რაც კაპიტანს ევალება.

ყველა ქართველი ოცნებობდა, რომ ოდესმე ასეთ დიდ ტურნირზე გვეთამაშა. ეს ოცნება აგვიხდა და ბედნიერები ვართ, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება – ჩვენ აქ მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ. გვინდა, ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ქართული და, ზოგადად, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დავწეროთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი მთლიანად მომავალ ტურნირზეა კონცენტრირებული – საქართველო ჩვენს დებიუტს მოუთმენლად ელის. 18 ივნისს მთელი ქვეყანა გაერთიანდება და ვეცდებით, გავიმარჯვოთ.

მაქსიმალური ინტენსივობით ვარჯიშობთ და ემოციებით დატვირთულები ვართ, მაგრამ მის კონტროლს ვცდილობთ და პირველი თამაშისთვის მაქსიმალურად ვემზადებით, რადგან მნიშვნელოვანია, ტურნირს რა განწყობით დავიწყებთ. ნებისმიერი სხვა გუნდის მსგავსად, ჩვენი უპირველესი მიზანიც ჯგუფური ეტაპის გადალახვაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

რა გრძნობა მეუფლება, როცა საქართველოს ნაკრების თილისმას მიწოდებენ? ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობელი ვარ, რომ ჩემი შრომა დაფასებულია. ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, მაგრამ თითოეული მათგანისთვის მთავარი გუნდურობაა, წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა