ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ოლაფ შოლცი - რუსეთი აგრძელებს სასტიკ ომს, მშვიდობის მიღწევა ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს,

ნახვები: 482 ოლაფ შოლცი - რუსეთი აგრძელებს სასტიკ ომს, მშვიდობის მიღწევა ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს,

ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა სერიოზული მოლაპარაკებების გარეშე, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ სვლა საგზაო რუკის გარეშე, საბოლოო ჯამში, მხოლოდ დააკანონებს რუსეთის მიერ უკანონოდ მიწების მიტაცებას. ეს გამოიწვევს მორიგ გაყინულ კონფლიქტს, რომელიც საშიშია და არ არის მდგრადი არც უკრაინისთვის, არც ევროპისთვის და არც მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი დღემდე უარს ამბობს საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების საფუძველზე მშვიდობის შესახებ კოლექტიური მოწოდების შესრულებაზე. შოლცის განცხადებით, მშვიდობის მიღწევა ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

„როგორ უნდა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას? ნება მომეცით, გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება. ჯერ ერთი, არცერთ ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულწრფელები. მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე ომის არარსებობა. ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა სერიოზული მოლაპარაკებების გარეშე, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ სვლა საგზაო რუკის გარეშე, საბოლოო ჯამში, მხოლოდ დააკანონებს რუსეთის მიერ უკანონოდ მიწების მიტაცებას. ეს გამოიწვევს მორიგ გაყინულ კონფლიქტს, რომელიც საშიშია და არ არის მდგრადი არც უკრაინისთვის, არც ევროპისთვის და არც მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ზოგი ამბობს, რომ ნებისმიერმა სამშვიდობო ხელშეკრულებამ უნდა გაითვალისწინოს რუსეთის ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესები. შეგახსენებთ, რომ შეჭრამდე ნატო-ც და აშშ-იც მზად იყვნენ ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე უფრო ფართო დისკუსიაში შესულიყვნენ, რომელიც მოიცავდა ყველა შესაბამის ქვეყანას. მიზანი იყო გამჭვირვალობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა და ნდობის ჩამოყალიბება მომავალი კონფლიქტების ალბათობის შესამცირებლად. როგორც ყველამ ვიცით, სწორედ რუსეთმა არჩია ომი დიპლომატიასა და დიალოგს. ასე რომ, ნება მომეცით, ვიყო მკაფიო. როგორიც არ უნდა იყოს ადამიანის აღქმა საკუთარი უსაფრთხოების შესახებ, ეს შეშფოთება არ და ვერ ამართლებს მშვიდობიან მეზობელ ქვეყანაში შეჭრას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, რუსეთი აგრძელებს დაუნდობელ სასტიკ ომს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთს შეუძლია, დღესვე დაასრულოს ეს ომი ან ნებისმიერ მომენტში, როგორც კი შეაჩერებს შეტევას და გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. დღემდე რუსეთი უარს ამბობს საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების საფუძველზე მშვიდობის შესახებ ჩვენი კოლექტიური მოწოდების შესრულებაზე. ჩვენ, ყველანი ვაღიარებთ, რომ მშვიდობის მიღწევა ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ ჩარჩო და საგზაო რუკა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად“, – განაცხადა შოლცმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა