ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

უკრაინის მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი კომუნიკე მიიღეს

16.06.2024 ნახვები: 483

უკრაინის მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი კომუნიკე მიიღეს, რომელსაც, საქართველოსთან ერთად, 80-ზე მეტი ქვეყანა და ორგანიზაცია აწერს ხელს.

„ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი, ყოვლისმომცველი და კონსტრუქციული აზრთა მიმოცვლა საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზებზე. კერძოდ, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას ძალის გამოყენების ან მუქარისგან თავშეკავების მიმართ, ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის პრიცნიპების, დამოუკიდებლობისა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის უკრაინის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ტერიტორიულ წყლებში და ვადასტურებთ ვალდებულებას დავების მშვიდობანი გზებით მოგვარების მიმართ, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.

საერთო ხედვა კრიტიკულად მნიშვნელოვან ასპექტებზე:

1. ბირთვული ენერგიის გამოყენება და ბირთვული ობიექტები დაცული უნდა იყოს. უკრაინული ბირთვული ელექტროსადგურები და ობიექტები, მათ შორის ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური, უსაფრთხოდ და დაცულად უნდა ოპერირებდეს, უკრაინის სრული კონტროლის ქვეშ და საერთაშორისო ატომური სააგენტოს პრინციპებისა და ზედამხედველობის შესაბამისად. ნებისმიერი მუქარა ან ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის კონტექსტში, დაუშვებელია;

2. გლობალური საკვების უსაფრთხოება დამოკიდებულია უწყვეტ წარმოებასა და საკვები პროდუქტების მიწოდებაზე. ამასთან დაკავშირებით, თავისუფალი, სრული და უსაფრთხო სავაჭრო სანაოსნო მიმოსვლა, ისევე როგორც შავი და აზოვის ზღვების პორტებზე წვდომა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. სავაჭრო გემებზე თავდასხმა პორტებში და მარშრუტის გასწვრივ, ისევე როგორც სამოქალაქო პორტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დაუშვებელია. საკვების უსაფრთხოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს იარაღი. უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტები უსაფრთხოდ და თავისუფლად უნდა მიეწოდებოდეს მესამე ქვეყნებს;

3. ომის ყველა ტყვე უნდა გათავისუფლდეს გაცვლის გზით. ყველა დეპორტირებული და უკანონოდ გადაადგილებული უკრაინელი ბავშვი და უკრაინელი მშვიდობიანი პირი, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული, უნდა დაბრუნდეს უკრაინაში. მიგვაჩნია, რომ მშვიდობის მიღწევა მოითხოვს ყველა მხარის ჩართულობასა და დიალოგს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მომავალში გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ზემოთ ხსენებულ სფეროებში, ყველა მხარის წარმომადგენლის შემდგომი ჩართულობით. გაერო-ს ქარტია, მათ შორის, ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის პრინციპების დაცვა, საფუძვლად დაედება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას უკრაინაში“, – აღნიშნულია ერთობლივ კომუნიკეში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა