ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბიზნესებისთვის რეკომენდებულია, მოითხოვონ „მწვანე პასპორტი“,მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მის გარეშე ვერ შემოხვალთ-გამყრელიძე

ნახვები: 514 ბიზნესებისთვის რეკომენდებულია, მოითხოვონ „მწვანე პასპორტი“,მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მის გარეშე ვერ შემოხვალთ-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულების გაუქმების მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოქალაქეები მის გარეშე ვერ შევლენ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მთელი რიგი ბიზნესებისთვის რეკომენდებულია, მოითხოვონ „მწვანე პასპორტი" და აღნიშნა, რომ ეს მათი გადასაწყვეტი იქნება. ამასთან, გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ბიზნესსექტორი „მწვანე პასპორტის" მოთხოვნას გააგრძელებს.

„ვაქცინაცია და აცრები გახლავთ პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი, ამას აფიქსირებს საბჭო. პანდემიის შეჩერების მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას აცრისკენ, იქნება „მწვანე პასპორტი" დაშვებული, თუ არა. დღეს გამოცხადდა, რომ სავალდებულო არ იქნება მწვანე პასპორტი. ჩემი გადასახედიდან, მთელი რიგი ბიზნესებისთვის რეკომენდებულია მათი მოთხოვნა, ეს მათი გადასაწყვეტია. მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მობრძანდით. ვერ შემოხვალთ, თუ არ აჩვენებთ თქვენს აცრის, ტესტირების სტატუსს, ანუ „მწვანე პასპორტი" აქ მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს, მაგრამ დღეს განხილული იყო მისი ვალდებულება, სავალდებულოება ამ ეტაპზე მოხსნილია", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ შიდა დისკუსიებზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

„რამდენჯერმე გითხარით. მოგეხსენებათ, იყო საუბარი თერმოსკრინინგის გაუქმებაზეც სოციალურ ქსელში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიგვაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლისთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ, „მწვანე პასპორტი" დღეს უკვე დიდ როლს არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, ცენტრს ჰქონდა თავისი პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე. არ აქვს მნიშვნელობა, მე ვეთანხმებოდი თუ არა „მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე იყო დისკუსია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის პრინციპით. ჭორაობას ვერ დავიწყებ, სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ ჩემს თავს.

„მწვანე პასპორტი" გახლდათ და გახლავთ მხოლოდ ერთი სეგმენტი ვაქცინაციის სტიმულირების. ამისთვის კიდევ ბევრი მეთოდი და ინსტრუმენტია. მონეტარული წახალისება მუშაობს, საკომუნიკაციო კამპანიები და მთავარია, თვითშეგნება. მარტო ის, რომ ვიღაცას დავადგე მათრახით და გინდა თუ არა, აიცერი, ეს არ იზამს. უნდა დავიჯეროთ, რომ უნდა ავიცრათ. ბევრი მტკიცებულებით დადგინდა, რომ აცრა იცავს გართულებისგან და სიკვდილიანობისგან", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა