აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ხალხის ძალის“ განცხადება არის შემდეგი - რის თქმასაც „ქართული ოცნება“, ეს რუსული კოშმარი არ აპირებს, ათქმევინებს თავის სატელიტს

ნახვები: 534 ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ხალხის ძალის“ განცხადება არის შემდეგი - რის თქმასაც „ქართული ოცნება“, ეს რუსული კოშმარი არ აპირებს, ათქმევინებს თავის სატელიტს

„ხალხის ძალის“ განცხადება არის შემდეგი - რის თქმასაც „ქართული ოცნება“, ეს რუსული კოშმარი არ აპირებს, ათქმევინებს თავის სატელიტს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის მისამართით „ხალხის ძალის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ჭიაბერაშვილის თქმით, „ხალხის ძალის“ განცხადება „ქართული ოცნების“ და რუსეთის ერთობლივი პროპაგანდაა.

„უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ და რუსეთის ერთობლივი პროპაგანდა, მათ შორის ისინი კვლავ უბრუნდებიან იმ თემას, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის და რაც ყველაზე მეტად აწყობს კრემლს. ეს არის ის, რომ ისევ და ისევ დადანაშაულებული იქნას საქართველო, ჩვენი პარტნიორები - ევროკავშირი, შეერთებული შტატები. ასეთი პროპაგანდა არაერთხელ მოგვისმენია და ნათლად ავლენს „ქართული ოცნების“ ბუნებას. ისინი ამ გზავნილით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამ გზავნილით ასრულებენ ხელისუფლებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს ამ რუსული ძალის მოღალატეობრივ ბუნებას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუსას გაკეთებულ განცხადებებს ქართველი ხალხის მიმართ „უკიდურესად შეურაცხმყოფელს“ უწოდებს და ამბობს, რომ ელჩმა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, "თუნდაც ეს იმ - მხოლოდ ფურცელზე დაწერილი და ჰაერზე ნათქვამი - "სტრატეგიული პარტნიორობის" გადახედვად დაგვიჯდეს, რის მუქარასაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ვისმენთ და თანაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა