ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის

ნახვები: 536 იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის

„ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის - შენი მარჯვენა ხელი გეუბნებოდეს, „დაგმე ამერიკა და ევროკავშირი“ და მარცხენა ხელი გეუბნებოდეს, „იცი რა, გადატვირთვაა საჭირო და ნორმალიზაცია", ჩემი აზრით, არ გამოიყურება სერიოზულად, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისა და „ხალხის ძალის“ განცხადებები ერთმანეთთან თავსებადი არ არის.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება და „ხალხის ძალის“ გუშინდელი განცხადება არ არის ერთმანეთთან შეთავსებადი. ამავე დროს, ყველას ესმის, რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ნაწილია და მისი ლოცვა - კურთხევით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი გულწრფელობასთან დაკავშირებით, რაც ამ თემასთან შეიძლება არსებობდეს, ან არ არსებობდეს. ერთის მხრივ, შენი მარჯვენა ხელი გეუბნებოდეს, „დაგმე ამერიკა და ევროკავშირი“ და მარცხენა ხელი გეუბნებოდეს, „იცი რა, გადატვირთვაა საჭირო და ნორმალიზაცია, ჩემი აზრით, არ გამოიყურება სერიოზულად“. ამიტომ „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის გზას. ორივე გზას თავისი მიმართება აქვს, მაგრამ მე მგონი, ისინი არ არიან ერთმანეთთან მაინცდამაინც თანხვედრილი“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა