ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

გიგი წერეთელი - თუ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორებიც NDI და IRI არიან, შეწყვეტენ ფუნქციონირებას და არჩევნებსაც არ დააკვირდებიან, პროცესის ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება

ნახვები: 536 გიგი წერეთელი - თუ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორებიც NDI და IRI არიან, შეწყვეტენ ფუნქციონირებას და არჩევნებსაც არ დააკვირდებიან, პროცესის ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „რუსული კანონის“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებენ.

წერეთლის განმარტებით, ის, რაზეც სენატორი შაჰინი საუბრობს, უკიდურესად შემაშფოთებელი ტენდენციაა და ბუნებრივია, იმ საერთო სურათს უკავშირდება, რომელიც ხელისუფლებამ ანტიდასავლური კამპანიით და რუსული ტიპის კანონის მიღებით შექმნა.

„თუკი ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორებიც NDI და IRI არიან, შეწყვეტენ თავიანთ პროგრამებს, ფუნქციონირებასა და განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში არ იქნება მათი მხრიდან დაკვირვება, რა თქმა უნდა, არჩევნების ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ეს ყოველთვის ასე ხდება, მსგავსი ტიპის მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, მათ შორის, ეუთო / ოდირი და სხვები თუ არ აკვირდებიან არჩევნებს, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიის ხარისხზე და საარჩევნო სტანდარტებზე საუბარიც არ არის.

შესაბამისად, საზოგადოებამ დასკვნები უნდა გამოიტანოს, თუ რამდენად აუცილებელია ოქტომბრის არჩევნებზე მმართველობის ცვლილება”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა