ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ხატია დეკანოიძე - ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში

25.06.2024 ნახვები: 504

ძალიან ცოტა [დრო] დაგვრჩა იმისთვის, რომ წარვადგინოთ საბოლოო კონფიგურაცია. დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა საბოლოო გეოგრაფია, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში - თუ პარტია ფიქრობს, რომ ოდნავ მაინც არსებობს რისკი ბარიერის არ გადალახვის, უნდა ესმოდეს, რომ ეს ხმები წავა “ქართულ ოცნებაში”. ეს რისკები ყველას აქვს გათვითცნობიერებული, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას გამოეხმაურა.

დეკანოიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “შანსი არ აქვს”.

„მთავარია, რომ გვქონდეს ერთიანი გზავნილი. აქ საუბარი არ არის ერთიან სიაზე, არც ტექნიკურ შერწყმაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც ეხება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და თავდაპირველად, იმას, რომ გვქონდეს ერთიანი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებამდე უნდა მივიდეს.

დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება გადაჯგუფების კონსულტაციები. ეს გადაჯგუფება უნდა იყოს კონკრეტული იდეოლოგიისა და გაერთიანების მიხედვით. არ უნდა გაიფანტოს ის ხმა, რომელიც წესით უნდა წავიდეს ოპოზიციაში. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის არჩევნებში არ აქვს შანსი. ჩვენი საერთო გზავნილი მის წინააღმდეგ უნდა იყოს და ამასთან, მორგებული საქართველოს ინტერესებზე.

ზოგადად, მე ვარ გამსხვილების მომხრე. ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები ხმა გაიფანტება. ამიტომ, ეს არის ახლა მთავარი. პრინციპში, ჩვენ ძალიან ცოტა [დრო] დაგვრჩა იმისთვის, რომ წარვადგინოთ საბოლოო კონფიგურაცია. დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა საბოლოო გეოგრაფია, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში. თუ პარტია ფიქრობს, რომ ოდნავ მაინც არსებობს რისკი ბარიერის არ გადალახვის, უნდა ესმოდეს, რომ ეს ხმები წავა „ქართულ ოცნებაში“. ეს რისკები ყველას აქვს გათვითცნობიერებული”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გარდა ამ თემისა, დეპუტატმა მთავრობის ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა, რომ “უსუსურია ანგარიშიც, უსუსურია [ირაკლი] კობახიძეც”.

„პრემიერის ანგარიში იმდენად უსუსურია და არაფრისმთქმელია, როგორც საქართველოს ხელისუფლება. გულწრფელად გეტყვით, მისი საბოლოო წაკითხვაც კი ალბათ არავის არ მოუნდება. ანგარიშში რუსეთი არ არის აღიარებული როგორც საფრთხე; ეროვნული უსაფრთხოების თემები არ არსებობს; ევროინტეგრაციაზე ტყუილი წერია. “ქართული ოცნება” და კობახიძე პირდაპირ აღიარებს, რომ პროპაგანდის ქსელში არიან გახვეულები. თვითონ საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე და ანგარიშში სულ სხვა მოცემულობაა, რაც ზერელე და წყალ-წყალაა. უსუსურია ანგარიშიც, უსუსურია კობახიძეც და უსუსურები არიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გაზიარებით საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს შეავსებენ”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა