ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ევრო 2024 | ავსტრია - ნიდერლანდები 3:2

ნახვები: 541 ევრო 2024 | ავსტრია - ნიდერლანდები 3:2

ნიდერლანდებმა და ავსტრიამ ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ბოლო, მესამე მატჩი გამართეს. ფავორიტად ნიდერლანდელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ უხვგოლიან და დრამატულ მატჩში ავსტრიელებმა გიმარჯვეს – 3:2.

  • ნიდერლანდებმა დიდ ტურნირებზე (მსოფლიო+ევროპის ჩემპიონატი) აქამდე ბოლო ორ შეხვედრაში ავსტრია ორივეჯერ დამაჯერებლად დაამარცხა – ნიდერლანდები vs ავსტრია (მსოფლიო ჩემპიონატი. 1978 წელი. 5:1), (ევრ0 2020. 2:0)
  • დღევანდელ მატჩამდე, ავსტრიამ ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო შვიდ შეხვედრაში შვიდივეჯერ წააგო. ეს ავსტრიელებისთვის ერთი მეტოქესთან წარუმატებლობის ყველაზე ხანგრძლივი სერიაა. ავსტრიის ნაკრებმა ნიდერლანდების ეროვნული გუნდი ბოლოს 1990 წელს, ამხანაგურ მატჩში (3:2) დაამარცხა.
  • ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მეშვიდე ავტოგოლი გავიდა – ნიდერლანდელმა მალენმა ავსტრიის შეტევის მოგერიება სცადა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

6′ წუთი. ავსტრიელების კარგ თამაშს შედეგი მოჰყვა. ერთ-ერთი შეტევის დროს დონიელ მალენმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მეტოქე დააწინაურა – 0:1.

 

47′ წუთი. მეორე ტაიმის დაწყებიდან მეორე წუთზე ნიდერლანდების ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. კოდი გაკპომ ევრო 2024-ზე მეორე გოლი გაიტანა  – 1:1.

 

59′ წუთი. რომანო შმიდმა ნიდერლანდელების კარი აიღო და ავსტრია ისევ დაწინაურდა – 2:1.

 

75′ წუთი. ნიდერლანდელების შეტევა მემფის დეპაიმ შესანიშნავი გოლით დააგვირგვინა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა -2:2

80′ წუთი. მარსელ ზაბიტცერმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და დრამატულ მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2.

ავსტრიამ ნიდერლანდებთან მოპოვებული ამ გამარჯვებით D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

 
1tv.ge
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა