ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ძველი პირადობის მოწმობები დღეიდან უქმდება

ნახვები: 528 ძველი პირადობის მოწმობები დღეიდან უქმდება

დღეიდან ძველი ტიპის (ლამინირებული, ე.წ. ჩიპის გარეშე) პირადობის მოწმობები უქმდება. 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უსასყიდლოდ ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტრომ 15 მარტიდან დაიწყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, აქტიური არაელექტრონული პირადობის მოწმობის შესაცვლელად, 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს 100 464-მა ადამიანმა მიმართა და მათ შორის, უკვე დამზადებულია 93 130 პირადობის ელექტრონული მოწმობა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ ფრაქცია “ევროოპტიმისტების” წევრის, რომან გოცირიძის კითხვების საპასუხოდ გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენმა ადამიანმა უნდა შეცვალოს ძველი მოწმობა, სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, აქტიური ძველი ტიპის პირადობის მოწმობა 266 915 იყო. ამ მონაცემებიდან საქართველოს მოქალაქის აქტიურ ბიომეტრიულ პასპორტს კი 48 286 ადამიანი ფლობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა