კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

თინა ბოკუჩავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთი მხრივ, საუბარია დეოკუპაციაზე, რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს

ნახვები: 551 თინა ბოკუჩავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთი მხრივ, საუბარია დეოკუპაციაზე, რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთი მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს - სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ივანიშვილის პარტიის წევრები ანტიდასავლურ მოქმედებებს აგრძელებენ“.

„დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით ივანიშვილის პარტიის წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს, მათ შორის აქ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. რეალობა არის შემდეგი, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, მაგრამ ასევე საუბარია რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა