ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

იენს სტოლტენბერგი - მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება

ნახვები: 536 იენს სტოლტენბერგი - მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება

მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება, - ამის შესახებ ნატოს მიმდინარე გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ის კმაყოფილია, რომ ნატო-მ შეძლო ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის კანდიდატურის თაობაზე შეთანხმების მიღწევა.

“მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება. უკვე ბევრი წელია ვიცნობ მას. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა, რომელსაც ის ნატო-ში მოიტანს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მოქმედი გენერალური მდივნის თქმით, ის არ ელოდა, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა ათ წელს გაგრძელდებოდა.

“მაგრამ ახლა წასვლის დრო მოვიდა, და ამიტომ ეს კარგია ნატო-სთვის და კარგია ჩემთვის,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ოფიციალურად 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს გახდება, როდესაც სტოლტენბერგის მანდატი ამოიწურება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა