ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიორგი გახარია - თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სამსახურშია, უნდა იყოს დაცული, სხვა შემთხვევაში ახალგაზრდები დატოვებენ ქვეყანას

ნახვები: 525 გიორგი გახარია - თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სამსახურშია, უნდა იყოს დაცული, სხვა შემთხვევაში ახალგაზრდები დატოვებენ ქვეყანას

საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სამსახურშია, უნდა იყოს დაცული, სხვა შემთხვევაში ახალგაზრდები დატოვებენ ქვეყანას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა დასაქმებულების უფლებებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და არა იმაზე, ვინ ვის უერთდება და ვინ რა პოლიტიკურ გაერთიანებაში შედის.

„მიმდინარე ამბების ფონზე, როდესაც პოლიტიკოსებს ვერ გაუყვიათ ჯერ მოუგებელ არჩევნებში პრემიერი ვინ უნდა იყოს და ვინ არა, და პარტიები ხან ერთიანდებიან და ხან იშლებიან, რეალურად მძიმე მოვლენები ხდება ქვეყანაში, რომელიც არავის არ ახსოვს და ვერავინ ამჩნევს.

ჯერ იყო და მენეჯერები აბულინგებდნენ თავიან თანამშრომლებს ურცხვად და აგრესიულად, ძირითადად სტუდენტებს, მერე იყო „გლოვოს“ კურიერზე ფიზიკური თავდასხმა, კურიერებს ყოველდღიური შრომის უსაფრთხოების პრობლემა უდგათ. და პირადად მე მქონდა შემთხვევა, როდესაც მსგავსად აბულინგებდნენ მენეჯერები თანამშრომელს ბანკში, ადამიანს, რომლის ხელფასი თვიური არის დაახლოებით 400 ლარი.

საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სამსახურშია, მათი შრომის პირობები და შრომის უფლებები უნდა იყოს დაცული, სხვა შემთხვევაში ახალგაზრდები დატოვებენ ქვეყანას, ამიტომ ეს არის საკითხები, რომელზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება და არა იმაზე, ვინ ვის უერთდება და ვინ რა პოლიტიკურ გაერთიანებაში შედის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა