ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

"აირჩიე ევროპა" - დაფუძნდა მოძრაობა, რომელიც არჩევნებამდე 100-დღიან კამპანიას ჩაატარებს

ნახვები: 589 "აირჩიე ევროპა" - დაფუძნდა მოძრაობა, რომელიც არჩევნებამდე 100-დღიან კამპანიას ჩაატარებს

დაფუძნდა სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპა", რომელიც 100-დღიან საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს.

კამპანია 18 ივლისს დაიწყება და 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები - ხელოვანები, ექიმები, რეჟისორები, ბიზნესმენები და ა.შ.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ქვეყნის ევროპული მომავლის და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ორგანიზატორების თქმით, კამპანია ჩატარდება მთელ საქართველოსა და ქართულ ემიგრაციაში - მიზანი ევროპული მომავლის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მობილიზებაა.

"დღეს ჩვენი ხელისუფლება ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე უარს ამბობს, ესე იგი უარს ამბობს საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი. ვისაც დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება გვინდა, ვირჩევთ ევროპას.

ჩვენი მოძრაობა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული არჩევანის გასაკეთებლად და დასაცავად იქმნება. შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ნატოს სამიტის დეკლარაციაში საქართველოსთან პარტნიორობაზე აღარაა საუბარი. ვკარგავთ ყველაფერს, რაზეც დღემდე დგას ქართული სახელმწიფო...

ჩვენი ვალია ევროპული აწმყო შევქმნათ აქ და დავაბრუნოთ ევროპული მომავლისთვის საქართველოდან გადახვეწილი ქართული ოჯახები. ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად მთავარი მიზანი პროდასავლხური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა. 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე ახალი ერთობა მთელ საქართველოში და ქართულ ემიგრაციაში გაშლის კამპანიას 100 დღე გამარჯვებამდე, რაშიც ჩართული იქნება საქართველოსა და მსოფლიოში მცხოვრები ათასობით ქართველი, ხელოვანები, რეჟისორები, მუსიკოსები, მხატვრები, მეცნიერები, რკინიგზელები, ენერგეტიკოსები, ექიმები, პედაგოგები, ბიზნესმენები, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები.

ჩვენი ერთობა ღიაა ყველასთვის, ვინც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უჭერს მხარს, მოდით, მოიტანეთ თქვენი იდეები, გავაერთიანოთ ძალისხმევა და ერთობით გავიმარჯვოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის"- თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ხათუნა ლაგაზიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა