დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

გიორგი მსხილაძე - საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით ძალაუფლების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა დაუშვებელია

ნახვები: 519 გიორგი მსხილაძე - საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით ძალაუფლების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა დაუშვებელია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპენსიო კანონში შესული ცვლილებების პაკეტი პარლამენტს უკან დაუბრუნა.

აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონი პარლამენტს უკან მოტივირებული შენიშვნების გარეშე გაეგზავნება.

ასევე, გიორგი მსხილაძის თქმით, აღნიშნული საკითხის პარლამენტის გარეთ გატანა და პრემიერ-მინისტრისთვის ამგვარი ძალაუფლების გადაცემა დაუშვებელია და რისკებს შეიცავს.

"საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოწერა დაგროვებითი პენსიის კანონში შესატან ცვლილებებს და აღნიშნული კანონი პარლამენტს დაუბრუნა. განხორციელებული ცვლილებით ფონდის საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაშინ როცა აღნიშნული მოდელით, ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია. აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ შესაძლოა, მმართველი საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.

პენსიის რეფორმა საქართველოში, ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც გაუმართლებელია ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც რეპუტაციულად აზიანებს კანონს და არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენსიო რეფორმა, პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს მილიონ-ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.

აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული არ ნიშნავს პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით, ე.წ ვეტოს გადაგზავნას. პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას, აგზავნის კანონს პარლამენტში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს ხელს", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა