ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

იგორ ნარმანია - ჩემთვის ნდობის გამოცხადება არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ალბათ, პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი

ნახვები: 523 იგორ ნარმანია - ჩემთვის ნდობის გამოცხადება არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ალბათ, პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი

ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ალბათ, პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ იგორ ნარმანიამ პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენის შემდეგ გააკეთა.

ნარმანიამ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავასა და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, ჩემი სიტყვა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს და თინა ბოკუჩავას, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში ალბათ პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი. მადლობა ჩემი ორგანიზაციის წევრებს, მადლობა თანამებრძოლებს, რომლებიც მხარდამხარ, ყოველდღე, როდესაც ჩვენ ვიყავით ბრძოლის ველზე, ერთად ვიდექით და ერთმანეთს არ მოვშორებივართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მარტის და მათ შორის აპრილი-მაისის მოვლენების გამოძახილი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ჩემმა თაობამ, ჩემმა თანატოლებმა თქვეს ახალი პოლიტიკური სიტყვა, გააკეთეს ახალი პოლიტიკური განაცხადი და სწორედ ეს ენერგია, ეს ძალისხმევა და ერთიანობა, რომელსაც ჩვენ ვასხივებთ, გადავზარდოთ ენერგიად, რომელიც გამარჯვებისთვის იქნება გადამწყვეტი 26 ოქტომბერს. ასევე, მე მინდა მადლობა გადავუხადო აქ წარმოდგენილ ადამიანებს, ჩვენი პარტიის დამსახურებულ წევრებს, რომლებმაც გამომიცხადეს ნდობა და მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ, ეს არის ინსტიტუციური ცვლილება, რადგან ყოველ შემდეგ თავმჯდომარეს, რომელიც იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჩემს შემდეგაც, ექნება ეს უნიკალური შესაძლებლობა და როგორც ყოველთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებს უნიკალურ პრაქტიკებს ქართულ პოლიტიკაში“ , - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა