ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ჩარლზ III - მთავრობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს და შეეცდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წამყვანი როლი ითამაშოს

ნახვები: 558 ჩარლზ III - მთავრობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს და შეეცდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წამყვანი როლი ითამაშოს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ევროპასთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს, -­ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ III-მ ახალი „ლეიბორისტული“ მთავრობის პროგრამის წარდგენისას, განაცხადა.

„ჩემი მთავრობა შეეცდება ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობები გადატვირთოს და ევროკავშირთან გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით იმუშაოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მეფემ.

ასევე, ჩარლზ III-მ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კირ სტარმერის მეთაურობით, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მიმართ მისი ერთგულება ურყევი დარჩება.

„ჩემი მთავრობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს და შეეცდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წამყვანი როლი ითამაშოს“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მონარქმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა